Friday, December 26, 2014

My Cheese Soup Recipe


ფლეთმეითს ჰქონდა აჩემებული ყველის სუპი - იცი რა გემრიელიაო?
ხოდა, ერთ დღესაც მარტო დავრჩი ბინაში - სხვები სამსახურებში იყვნენ გაკრეფილნი. მქონდა:
  • ორი სტაფილო.
  • ორი კარტოფლი.
  • ბრინჯი ( ან ნებისმიერი სახის მაკარონი)
  • ერთი კვერცხი.
  • რბილი, უმარილო ყველი, ოთხი ნაჭერი.
  • ქინძი
  • ხახვი
  • სოკოს გალინაბლანკა
გავხეხავთ წვრილად სტაფილოს, დავჭრით ხახვს, კარტოფილს, მოვხარშავთ ერთად. შემდეგ დავჭრით ყველს პატარა კუბიკებად და უკვე ზემოთხსენებულ მოხარშულ მასას დავამატებთ. დავახლით ერთ კვერცხს. თუ გინდათ, ნურც გაუკეთებთ. ბოლოს ცხადია, ვამატებთ წვრილად დაჭრილ ქინძს. ქინძის გარეშე ცხოვრებას აზრი არ აქვს ))) მოკლედ, უნდა ვთქვა, რომ მშვენიერი ვეგეტარინული ყველის სუპი გამოვიდა. მივირთვი გერმიელად და ტკბილად.

Wednesday, December 17, 2014

Thursday, December 11, 2014

სალათი "ჰალი" :)


ისე გამოდის, რომ სამსახურში ძირითადად მიმაქვს კვერცხი და ყველი, პლუს სალათის ფოთლები. სხვა ინგრედიენტებისგან რაღაცეების დამზადება ძალზე არამოსახერხებელია და მეც ვცდილობ, რომ რაც მაქვს ის, მრავალფეროვანად და ყოველ ჯერზე სხვდასხვაგვარად მოვამზადო. მოკლედ, გვაქვს:
  • სალათის ფოთლები
  • ორი მოხარშული კვერცხი
  • მაიონეზი 
  • კეტჩუპი
  • ყველი დანიური თეთრი (როგორც ყოველთვის)
სალათის ფოთლებს ვფლითავთ ხელით და ვაწყობთ დიდ თეფშზე, რაც შეიძლება ნაკლებადცხიმიან მაიონეზს (ჩემი 25 პროცენტიანი იყო)  ვუსვამთ ალაგ-ალაგ, ისე, რომ საბოლოო ჯამში დაფაროს სალათის ფოთლები. შემდეგ რგოლებად დაჭრილ კვერცხს ვალაგებთ, მარილს მოვაყრით, ყველის კუბიკებიც არ უნდა დაგვავიწყდეს და ზემოთ კეტჩუპსაც მოვასხამთ გემოვნებით. შავი პილპილიც უხდება ბოლოს . მთავარია მაიონეზი არ გაგვეპაროს ბევრი, როგორც მე მომივიდა ამ შემთხვევაში :) თუმცა , ვაღიარებ. რომ შავ პურთან მაინც გემრიელი იყო ^_^ ვიზუალურად კი ასე გამოიყურებოდა ჩემი ვეგეტარიანული "ჰალი".

Wednesday, December 10, 2014

კვერცხის "წვნიანი" :)


წუხელ როცა საოცრად მომშივდა, გადავწყვიტე, რომ ისევ რამე შემექნა რაც შეიძლება მოკლედ დროში. გვქონდა:

  • ორი კვერცხი
  • არაჟანი
  • მაიონეზი
  • დანიური თეთრი ყველი - აკადია ფეტა
  • ოხრახუში
  • კამა
მოვხარშე კვერცხი, ამასობაში ცალკე გავაკეთე არაჟნის და მაიონეზის სოუსი-რომელსაც დავამატებთ მარილს გემოვნებით და წვრილად დაჭრილ კამა-ოხრახუშ-ქინძს. მოხარშულ კვერცხს დავჭრით რგოლებად , ყველ ფეტეს კუბიკებად და ჩავაწყობთ ამ ყველაფერს უკვე გამზადებულ სოუსში. გამოდის ძალიან გემრიელობა. ყველის გარეშეც გემრიელია. მოკლედ, მთავარია მოგვშივდეს და ყველაფერს მოიფიქრებს ადამიანი მინიმალური რესურსებითაც :)

Tuesday, December 9, 2014

ხეთმადიდებელი ენდი კეჰოე


წავალ, ავდგები, ბოტასებს და თეთრ სპორტულებს ჩავიცვამ, გადავირბენ ზღვებს და მთებს. საგზალს არ წავიღებ, მხოლოდ ჯვარს, ხელით დაწნულ სამაჯურს და კატის ყელსაბამს. იქნებ გზაში გამომადგეს რომელიმე. გმირობა მწყურია. ბოლოს ვიცი, რომ ისევ დავბრუნდები. 

თეთრი პოკაჰონტასი


აი ის გოგო, ცხრა მთა და ცხრა ზღვა რომ გადაიარა, ჭამა ბევრი შხამიანი სოკოები, მოათვინიერა ურჩხულები, დაიპყრო უმდიდრესი სამეფოს პრინცთა გულები, ხეებს ჩაეხუტა,  უსულო სხეულებს სული ჩაჰბერა და ა..შ.
ცხადია , სულ ტყუილად.
ის მხოლოდ ერთი ჩვეულებრივი გოგოა და ჩემი დღიური გაელვება.

Sunday, December 7, 2014

Saturday, December 6, 2014

სალათი "რიგა" :)


როცა ვართ სამსახურში, როცა გვაქვს მხოლოდ

  • ერთი მჟავე კიტრი, 
  • სალათის ფოთლები, 
  • ერთი ნაჭერი ყველი და 
  • ერთი ცალი მოხარშული კვერცხი, 
ძალიან მარტივად შეიძლება გამოვიდეს მსგავსი ლამაზი, ვეგეტარიანული სალათა. 
ავიღოთ ფართო თეფში, დავალაგოთ წრიულად სალათის ფოთლები, წავუსვათ არაჟანი ან მაიონეზი (რომელიც გვაქვს), დავაწყოთ რგოლებად დაჭრილი კვერცხი და მჟავე კიტრი, შემდეგ ჩხირებად დაჭრილი ყველი, მოვაყაროთ შავი წიწაკა, ცოტა მარილი და გამოვა ჩემი სალათა, რომელსაც დავარქვი "რიგა" (თუ რატომ, არ გეტყვით :) )
განაწილდა სამ ულუფად სამ დამშეულ ადამიანზე. 

ტყუილად კი არ წერია ჩვენი სამსახურის წინ გარაჟზე მსგავსი რამ:


Friday, December 5, 2014

ტატუსთვის (?)

ეს, რომ არ დამეკარგოს_მაინც.

I go where no one goes


გაციებული ვარ. ვერ ვსუნთქავ. გუშინ 8 ჭიქა ჩაი დავლიე ნახევარლიტრიანი ჭიქით. მაინც არ მიშველა. ვწევარ, დილით ვიკლაკნები მატლივით და ვწუწუნებ იმაზე, თუ რატომ მოვევლინე ასეთი ინვალიდი სამყაროს. იმუნიტეტი ნოლი. მაღვიძარამ ვისაც სამსახურში ეჩქარებოდა მათ გარდა ყველა გააღვიძა__ ანუ მხოლოდ მე. მხოლოდ დილით გამახსენდა, რომ ჩემ ადამიანს სიყვარული ავუხსენი წუხელ -- ლუდით მთვრალმა. ვერაფერს გამოვასწორებ.
წითელი შარვალი, ვარდისფერი ჯემპრი, ბოტასები, ქურთუკი და ათასი ხარახურით სავსე ზურგჩანთა- ადვილი ამოსაცნობი ვარ. სამსახურში წასაღებად ბერძნული სალათა მოვიმზადე, ვაშლიც ჩავიგდე. ანდრო ბედნიერი დამხვდა , ეტყობა დიასახლისმა ძალიან მოუშალა ნერვები და ამის ფონზე ჩემი დანახვა იმაზე მეტად გაუხარდა, ვიდრე ჩვეულებრივ. ჰამსუნის "მისტერიები" და "ბეჭდების მბრძანებელი" დევს პრინტერზე. (ნეტა როდის წავიკითხავ და დავაბრუნებ ბიბლიოთეკაში?)
ვზივარ დღის ორის საათისთვის რიგით მესამე ლიმნინი ჩაის ჭიქით და უფროსის დავალების შესასრულებად საჭირო განწყობას ვეძებ საკუთარ არსებაში.
ესეც ჩემი საყვარელი მულწიკიდან: