Thursday, July 23, 2015

სოკო ჩაისთან

ბოლო დროს ძალიან შემიყვარდა სოკო - სოკოს სალათები, სოკოს ღვეზელი, სოკოს "ხინკალი", სოკოს სუპი, სოკოს პიცა და ა.შ. არადა, იყო დრო მძაგდა. მეგონა მატყუებდნენ და ერთი ლუკმაც მომკლავდა. 
მაგრამ ერთხელ როცა შიმშილისგან სასოწარკვეთილი დავძრწოდი სამზარეულოში და სახლში სოკოს კონსერვის მეტი ვერაფერი ვიპოვე, კეთილი ვინებე და მივირთვი.
მაგრამ ვეცადე ისე მომემზადებინა, სოკო არც შემემჩნია და არც გემო გამეგო, ანუ რაღაცეებში მიმემალა საფუძვლიანად :)
არ გამომივიდა და კიდევ კარგი, იმიტომ რომ რაც მოვამზადე მართლა ძალიან გემრიელი აღმოჩნდა. 
ამის შემდეგ სოკოს ძალიან დიდ პატივს ვცემ. დაე იმრავლონ.
მოკლედ, ვსაჭიროებთ ერთ პამიდორს, ორ კვერცხს, სოკოს (რამდენიც გენებოთ), ცოტა ყველიც თუ გვექნება , შესანიშნავი. (ხახვი არ გამიკეთებიa, ყველთან ხახვი არ მიყვარს).
მთელი ფილოსოფია ისაა, რომ შევწვავთ სოკოს, შემდეგ ბრტყელად , რგოლებად დაჭრილ პომიდორით მოვფენთ ზემოდან, ამ ორ ცალ კვერცხსაც დავახლით და ერთი წუთი დაველოდოთ. შემდეგ ყველი მოვახეხე. უფ, ხო ისეთი არაფერი, მაგრამ გემრიელი და მარტივი იყო :)
სურათი არ გადამიღია, მაგრამ დაახლოებით ეგეთი იყო