Wednesday, August 5, 2015

კარტოფილის სალათა მეგრულად :))

კარტოფილის სალათა არის ძალიან გემრიელი რამ. ვხარშავთ კარტოფილს (ოთხ ცალს, ან სამ ცალს, ან ორ ცალს). ამ დროს გახურებულ ტაფაზე ვასხამთ ზეთს ბარაქიანად და ვაყრით სხვადასხვა სუნელებს, სვანურ მარილს, ქონდარს , ქინძს და ა.შ. ამაზე ვათავსებთ წვრილად დაჭრილ კარტოფილებს და ვბრაწავთ ლამაზად და კარგად.

ცალკე წვრილ კუბიკებად დავჭრით პამიდორს, ბულგარულს და ხახვს. შემწვარ კარტოფილს რომ გადმოვიტანთ ფართო თეფშზე, ამ ყველაფერს ფენა-ფენა დავაყრით. სულ ესაა. გემრიელია. მსუბუქია.

მაიონეზი უხდება, ვისაც გიყვართ, შეგიძლიათ ზემოთ ცოტა აპკუროთ. 


Thursday, July 23, 2015

სოკო ჩაისთან

ბოლო დროს ძალიან შემიყვარდა სოკო - სოკოს სალათები, სოკოს ღვეზელი, სოკოს "ხინკალი", სოკოს სუპი, სოკოს პიცა და ა.შ. არადა, იყო დრო მძაგდა. მეგონა მატყუებდნენ და ერთი ლუკმაც მომკლავდა. 
მაგრამ ერთხელ როცა შიმშილისგან სასოწარკვეთილი დავძრწოდი სამზარეულოში და სახლში სოკოს კონსერვის მეტი ვერაფერი ვიპოვე, კეთილი ვინებე და მივირთვი.
მაგრამ ვეცადე ისე მომემზადებინა, სოკო არც შემემჩნია და არც გემო გამეგო, ანუ რაღაცეებში მიმემალა საფუძვლიანად :)
არ გამომივიდა და კიდევ კარგი, იმიტომ რომ რაც მოვამზადე მართლა ძალიან გემრიელი აღმოჩნდა. 
ამის შემდეგ სოკოს ძალიან დიდ პატივს ვცემ. დაე იმრავლონ.
მოკლედ, ვსაჭიროებთ ერთ პამიდორს, ორ კვერცხს, სოკოს (რამდენიც გენებოთ), ცოტა ყველიც თუ გვექნება , შესანიშნავი. (ხახვი არ გამიკეთებიa, ყველთან ხახვი არ მიყვარს).
მთელი ფილოსოფია ისაა, რომ შევწვავთ სოკოს, შემდეგ ბრტყელად , რგოლებად დაჭრილ პომიდორით მოვფენთ ზემოდან, ამ ორ ცალ კვერცხსაც დავახლით და ერთი წუთი დაველოდოთ. შემდეგ ყველი მოვახეხე. უფ, ხო ისეთი არაფერი, მაგრამ გემრიელი და მარტივი იყო :)
სურათი არ გადამიღია, მაგრამ დაახლოებით ეგეთი იყო

Saturday, June 20, 2015

მურაბები და სითბო

მიყვარს მურაბები, ტკბილები, მწკლარტეები, ოდნავთბილები. ბაბუაწვერას ღვინოებთან რომ ინახება და მოგონებებს რომ გვინახავს ისეთი მურაბები. ქილებიც მიყვარს-, სხვადასხვა ფორმის, სხვადასხვა ფერის.

ყველაზე თბილი, ტკბილი, უმანკო, ბებოსეული და სოფლური საჭმელია.-, ყველაფერთან რომ შეგიძლია მიირთვა, ჩაისთან, ხაჭოსთან, მაწონთან-იოგურტი სხვა რა გეგონათ. ბალის და ტყემლის მურაბა მივირთვი ახლა და თითქოს სხეული თავიდან გათბა.

რაც არ უნდა ვჭამო, ყველაფერს აუცილებლად ბოლოს ტკბილი უნდა მივატანო, - ცხადია, მურაბა, ასეთ გენეტიკურ დაავადებას ვატარებ, რასაც მურაბომანია ქვია :)

Wednesday, February 4, 2015

Morning Glory


ამ დილით ასე გამოვიყურებით :)
  • არაჟანი მწვანე ხახვით
  • სალათა პამიდორით, არაჟანით, მდნარი ყველით და ზეთისხილით
  • სენდვიჩი ყველით, სალათის ფოთლებით და პომიდორით
  • და ბოლოს ასკილის ვარდისფერი, საოცრად გემრიელი ჩაი.
განსაკუთრებული არაფერი, მაგრამ საუზმისთვის მსუბუქი და გემრიელი იყო.

Friday, December 26, 2014

My Cheese Soup Recipe


ფლეთმეითს ჰქონდა აჩემებული ყველის სუპი - იცი რა გემრიელიაო?
ხოდა, ერთ დღესაც მარტო დავრჩი ბინაში - სხვები სამსახურებში იყვნენ გაკრეფილნი. მქონდა:
  • ორი სტაფილო.
  • ორი კარტოფლი.
  • ბრინჯი ( ან ნებისმიერი სახის მაკარონი)
  • ერთი კვერცხი.
  • რბილი, უმარილო ყველი, ოთხი ნაჭერი.
  • ქინძი
  • ხახვი
  • სოკოს გალინაბლანკა
გავხეხავთ წვრილად სტაფილოს, დავჭრით ხახვს, კარტოფილს, მოვხარშავთ ერთად. შემდეგ დავჭრით ყველს პატარა კუბიკებად და უკვე ზემოთხსენებულ მოხარშულ მასას დავამატებთ. დავახლით ერთ კვერცხს. თუ გინდათ, ნურც გაუკეთებთ. ბოლოს ცხადია, ვამატებთ წვრილად დაჭრილ ქინძს. ქინძის გარეშე ცხოვრებას აზრი არ აქვს ))) მოკლედ, უნდა ვთქვა, რომ მშვენიერი ვეგეტარინული ყველის სუპი გამოვიდა. მივირთვი გერმიელად და ტკბილად.

Wednesday, December 17, 2014

Thursday, December 11, 2014

სალათი "ჰალი" :)


ისე გამოდის, რომ სამსახურში ძირითადად მიმაქვს კვერცხი და ყველი, პლუს სალათის ფოთლები. სხვა ინგრედიენტებისგან რაღაცეების დამზადება ძალზე არამოსახერხებელია და მეც ვცდილობ, რომ რაც მაქვს ის, მრავალფეროვანად და ყოველ ჯერზე სხვდასხვაგვარად მოვამზადო. მოკლედ, გვაქვს:
  • სალათის ფოთლები
  • ორი მოხარშული კვერცხი
  • მაიონეზი 
  • კეტჩუპი
  • ყველი დანიური თეთრი (როგორც ყოველთვის)
სალათის ფოთლებს ვფლითავთ ხელით და ვაწყობთ დიდ თეფშზე, რაც შეიძლება ნაკლებადცხიმიან მაიონეზს (ჩემი 25 პროცენტიანი იყო)  ვუსვამთ ალაგ-ალაგ, ისე, რომ საბოლოო ჯამში დაფაროს სალათის ფოთლები. შემდეგ რგოლებად დაჭრილ კვერცხს ვალაგებთ, მარილს მოვაყრით, ყველის კუბიკებიც არ უნდა დაგვავიწყდეს და ზემოთ კეტჩუპსაც მოვასხამთ გემოვნებით. შავი პილპილიც უხდება ბოლოს . მთავარია მაიონეზი არ გაგვეპაროს ბევრი, როგორც მე მომივიდა ამ შემთხვევაში :) თუმცა , ვაღიარებ. რომ შავ პურთან მაინც გემრიელი იყო ^_^ ვიზუალურად კი ასე გამოიყურებოდა ჩემი ვეგეტარიანული "ჰალი".